11 მარტი, 2016

რა აკავშირებს “ევროპა ნოსტრას” ხელოვნების სასახლესთან?

1ewropaდღეს ხელოვნების სასახლის ყველა თანამშრომლის და ასევე მუზეუმის ოფიციალურ გვერდზე სატიტულო ფოტოდ ევროპა ნოსტრას ლოგო გაჩნდა.

„ევროპა ნოსტრა“ ეს არის ჯილდო, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დარგში უმაღლეს აღიარებად ითვლება. ორგანიზაცია „ევროპა ნოსტრა“ 50 ქვეყნიდან 250 არასამთავრობო ორგანიზაციას, 150 ასოციაციას და 1500-ზე მეტ ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანია ევროპის კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების უნიკალური ძეგლების შენარჩუნება, დაცვა და პოპულარიზაცია.

“ევროპა ნოსტრას” ყოველწლიური კონკურსი სხვადასხვა ნომინაციებში იმართება, ესენია კონსერვაცია, კვლევა და დიგიტალიზაცია, ტურისტული მომსახურეობა, საგანმანათლებლო პროექტები, ამ ნომინაციებში გამარჯვებულ კანდიდატებს ევროპა ნოსტრა ფულად პრემიებთან ერთად ჟიურის სპეციალურ ჯილდოს „განსაკუთრებული აღიარებისთვის“ გადასცემს.

ხელოვნების სასახლეში ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებენ, რამ გამოიწვია მუზეუმის ფოტოების ევროპა ნოსტრას ფერებში გამოჩენა. მათი თქმით, საკითხს უახლოეს მომავალში მოეფინება ნათელი, თუმცა ცნობილია, რომ მუზეუმი „ევროპა ნოსტრას“ 2016 წლის კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა და მას მონიტორინგის მიზნით, გასული წლის 8 დეკემბერს ევროპა ნოსტრას ვიცე პრეზიდენტი პიეტ ჯასპერტი ესტუმრა.