24 მარტი, 2016

ქეთი დოლიძე იმუქრება: “არ დაგინდობთ!”

1Teatri-032რეჟისორი ქეთი დოლიძე იმუქრება: “არ დაგინდობთ!” “თქვენ ცოტა ხომ არ გაჟრიალებთ?” “წერა-კითხვა ისწავლეთ, ქალბატონებო და ბატონებო!” “აქედან ვერ წამშლით!!!!!!” – აცხადებს რეჟისორი და მისი პიროვნების და შემოქმედების მიზანმიმართულ ინგორზე საუბრობს.

ქეთი დოლიძე:

“საქართველოს კინოცენტრმა გადაწყვიტა რამდენიმე ფურცელი გადაწეროს ქართული კინოს უახლოეს ისტორიაში…

ასე განსაჯეთ და დიდის ამბით უკეთებენ რეკლამას თავის პირმშო ჟურნალს “ფილმ პრინტი”. ნუ, ახლა, (უკაცრავად, “ნუ” უნდა წარმოთქვათ, თბილისელი “გოგოშკების” ტონით, ასევე პოპულარულია “ანუ”). ჰოდა, მოკლედ ამ ამერიკული სურნელით დასათაურებულ ჟურნალს უცნაური რედაქტორები ჰყავს.

ძლივს მაგონდება და ოდნავ მახსოვს, რომ 7 მხატვრული ფილმი მაქვს გადაღებული.
“ოღონდ მართლა!” – ესეც კლუბების მოყვარული “გოგოშკების” ტონით!

ჰოოოდა!!!! ბოლოს წინა ნომერი ღრმად პატივცემულმა გამოცემამ მიუძღვნა ქართველ ქალბატონ რეჟისორებს. ყველა, ყველა მოხვდა ამ ნომერში და ჩამონათვალში, თქვენი მონა-მორჩილის, ქეთი დოლიძის გარდა!

აფერუმ!

ჩემს გაოცებულ კითხვაზე, რედაქტორმა მიპასუხა, გამოგვრჩა, მაგრამ ახლა ამ ნომერს იტალიურად ვთარგმნით და უეჭველად გამოვასწორებთ, ჩაგწერთო!!!

ვაშა!!!! ეტყობა, “ჩინეჩიტას” უნდა შეახარბონ ჩემი თავი!!!

ასეა!

ეს არ იკმარეს!

ერთ-ერთ ნომერში, უვიცი, უნიჭო, ბოღმით და სიბოროტით სავსე ე.წ. რეცენზია-პასკვილი დაბეჭდეს ფილმზე “მექელეხე”, რომელმაც (ჰოი, საოცრებავ!) “ოქროს პრომეთე” მიიღო თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე, ხოლო სტატიის სათაური გახლავთ: “თქვენ ჩემი მექელეხე გინახავთ?”

ახლა დადგა რიტორიკული შეკითხვის დრო.

მეც არ დაგინდობთ!!!!!!!

თქვენ, ცოტა ხომ არ გაჟრიალებთ??????

შეგნებულ შეურაცხყოფას ყოველთვის უნდა პასუხი!

წერა-კითხვა ისწავლეთ, ქალბატონებო და ბატონებო!

აქედან ვერ წამშლით!!!!!!

როგორც ზოგიერთს, თქვენც მოგმართავთ:

ასტა ლა ვისტა!!!!!!”