4 მარტი, 2016

ქართველმა მომღერალმა ბუდაპეშტის ფესტივალზე გაიმარჯვა

1nini-da-batoni-jano”ქართველმა გოგონამ ბუდაპეშტში სიმღერის IV საერთაშორისო ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა”, – ასეთი სათაურით მიიქცია ყურადღება უნგრეთში საქართველოს საელჩოს გვერდზე დადებულმა წერილმა. ეს გოგონა კი გახლავთ 14 წლის ნინი ნემსაძე-მუჯირიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩატარებულ ხელოვნების ფესტივალზე “მინორა” (“მეგობრობა“), (ოგრანიზატორი როლანდ რეი) მომღერალთა შორის გრანპრი მოიპოვა და მიიღო მიწვევა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის სიმღერის IV საერთაშორისო ფესტივალიდან “ვარსკვლავი დაიბადა” – “STAR TO BORN “ , რომელიც 2016 წლის 13-17 იანვარს ჩატარდა.

მასში 15 ქვეყნის 49 ნიჭიერი მომღერალი იღებდა მონაწილეობას, სადაც ნინიმ პირველი ადგილი მოიპოვა. ჟიური მოიხიბლა ნინის დაბალი დრამატული ბგერებით, დიდი დიაპაზონით, არტისტიზმით, პლასტიკით და ძლიერი ტემბრით. ჟიური შედგებოდა კულტურის სფეროს სხვადასხვა პროფესიის სხვადასხვა ქვეყნის 10 წევრისაგან. (უნგრეთი), მალტა, მაკედონია, უკრაინა, საქართველო (ჟიურის თავჯდომარე კომპოზიტორი ნიკოლოზ თითირაშვილი), რუსეთი, სერბეთი, ხორვატია, საფრანგეთი, იტალია, ისრაელი.

უნგრეთში ასევე მიწვეულნი იყვნენ საფესტივალო სიმღერის “ჩანახატს” ავტორები, კომპოზიტორი ნიკოლოზ თითირაშვილი და ლექსის ავტორი ქალბატონი მარიამ სიფრაშვილი. სიმღერა შეაფასეს ყველაზე საინტერესო ძლიერ, მრავალფეროვან სიმღერად, მას “პატარა სპექტაკლი” უწოდეს, რომლის არანჟირების ავტორია ჯონი თითირაშვილი, ქორეოგრაფი ჯანო თითირაშვილი.

ფესტივალი ჩატარდა ორ ტურად. პირველი ტური იყო ინგლისურენოვანი სიმღერების, სადაც ნინიმ შეასრულა “ნიუ-იორკ” ლაიზა მინელის რეპერტუარიდან, მეორე ტურში მშობლიურ ენაზე იმღერა “ჩანახატი” და ბოლოს გალაკონცერტი, დაჯილდოვების ცერემონიალი და ფესტივალის დახურვა.

ფესტივალის პრეზიდენტია უნგრეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწე, მომღერალი და პედაგოგი ედრიენ იუნეკი. ფესტივალის პროგარამაში შედიოდა ექსკურსიები ულამაზეს ბუდაპეშტში, ეროვნული ფოლკლორის, ხელნაკეთობების და კულტურის გაცნობა, სადაც აქტირურად იყვნენ ჩართულნი ფესტივალის მონაწილე ბავშვები. მათ შეისწავლეს უნგრული ცეკვა, დაამზადეს ტრადიციული სუვენირები, დააგემოვნეს უნგრული კერძები, სასმელები, დესერტები, გაჭრეს ტორტი ფესტივალის ლოგოთი.

სასიამოვნოა ის, რომ სცენაზე ძლიერი კონკურენტი კონკურსანტები რეალობაში კარგ მეგობრებად დარჩნენ, გაცვალეს სუვენირები, საკონტაქტო ინფორმაციები და მომავალში კვლავ შეხვედრის იმედით გულთბილად დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

1festivali

ნინი მუჯირიშვილი-ნემსაძის წარმატებით დიდად გაიხარეს საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა, რომლებიც გალა კონცერტზე გულშემატკირობდნენ და სტუმრად მიიწვიეს ბუდაპეშტში საქართველოს საელჩოში. (რომლის წინ შოთა რუსთაველის ძეგლითაც ამაყობენ). მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ბაქარ მაკარიძე თავის გუნდთან ერთად გულთბილად შეხვდა გამარჯვებულს. ნინის მიულოცა წარმატება, მიღებაზე შეკრებილებმა მოისმინეს კვლავ 3 ქართული სიმღერა ნინის შესრულებით, რომლის ავტორიც არის მისი პედაგოგი, კომპოზიტორი და პროდიუსერი ბატონი ნიკოლოზ (ჯანო) თითირაშვილი. აღტაცებული აპლოდისმენტების შემდეგ გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, ისაუბრეს ნინის მიღწევებზე, შემდგომ გეგმებზე, გაცვალეს სუვენირები და წარმატებები უსურვეს ერთმანეთს.

ნინიმ სიმღერა 5 წლიდან დაიწყო პედაგოგ და კომპოზიტორ ბატონ ნიკოლოზ თითირაშვილთან და მის რეპერტუარში ბატონი ჯანოს მრავალი ქართული სიმღერა შედის.

6 წლის ასაკში 2008 წლის ოქტომბერში ნინისთვის სპეციალურად დაიწერა სიმღერა “ნანა” ლექსი გალაკტიონ ტაბიძის და მარიამ სიფრაშვილის. ამ სიმღერამ მოწონება დაიმსახურა მაკედონიაში გამართულ ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალზე “ვარსკვლავები”, სადაც პირველი ადგილი მოიპოვა. ნინიმ იქ თავისი აკვნით და თოჯინით იმღერა. სიმღერის ტექსტი ინგლისურად იქნა გადათარგმნილი და გავრცელებული, რამაც ხელი შეუწყო სიმღერის შინაარსის აღქმას და გამარჯვებას.

პატარა ნინიკო ქალაქ პრილეპის მერმა ხელში აიტაცა, ჩაიხუტა და პრილეპის საპატიო სტუმრის სტატუსის აღმნიშვნელი სერთიფიკატით დააჯილდოვა.

2008 წლის ნოემბერში სერბეთის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე “ნიჟარები” ნინიმ ბატონი ნიკოლოზის ახალი სიმღერა “ფერია” შეასრულა და გრანპრი დაიმსახურა. მის წარმატებას გამოეხმაურა საქართველოს ტელევიზია და მედია.

შემდგომში იყო უამრავი კონცერტი აღმოსავლეთსა თუ დასავლეთ საქართველოში. ქართულ მუსიკალურ კონკურსებზე მოპოვებული 4 გრანპრი, მონაწილეობა ქართულ სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსებში, საქველმოქმედო, დაგეგმილ თუ დაუგეგმავ კონცერტებში, სადაც ნინი წარმატებით სარგებლობდა.

ნინი ნემსაძე-მუჯირიშვილმა დაამთავრა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ “იმედის” ხელოვნების სტუდიის საფორტეპიანო განყოფილება, უკრავს გიტარასა და ფლეიტაზე, ცეკვავს როგორც ქართულ ასევე სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებს. მეცადინეობს ვოკალში და ამდიდრებს მრავალფეროვან რეპერტუარს საინტერესო სიმღერებით.

1jano

ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი “იმედი” თავისი არსებობის 35-ე წელს ითვლის. მისი უცვლელი ხელმძღვანელია კომპოზიტორი ნიკოლოზ (ჯანო) თითირაშვილი. არანჟირებების ავტორია მუსიკის დოქტორი ჯონი თითირაშვილი, პედაგოგ-ორგანიზატორი მარიამ სიფრაშვილი, ქორეოგრაფი პროფესიონალი მოცეკვავე და ეროვნული კატეგორიის მსაჯი ჯანო (უმცროსი) თითირაშვილი.

1shemoqmedebiti-jgufi

ანსამბლის რეპერტუარი მრავალენოვანი და მრავალფეროვანია. მისი წევრები წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსებსა და ფესტივალებში, სატელევიზიო მუსიკალურ პროექტებში, საქველმოქმედო კონცერტებში. ამ შემოქმედებით ჯგუფს კარგად იცნობს როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მუსიკალური საზოგადოება.

1imedi

ანსამბლში მიიღებიან სათანადო მუსიკალური მონაცემების მქონე 3-დან 20 წლამდე ასაკის მსურველები.
ტ: 2 64 64 43; 2 34 79 46
მობ: 599 14 74 01
mail: nickolas_titirashvili@yahoo.com
skype: nikoloz-jano