29 მარტი, 2016

ქართველი პიანისტი რეკორდსმენია

pianisti1ახალგაზრდა ქართველი პიანისტი რეკორდსმენია. მრავალი რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ორი წელია ბენდ „ნიუტონის“ (Niutone) პიანისტი და ვოკალისტია.

თამარ ბაბილუამ იგივე Babi Niutone-მა მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად ფორტეპიანოზე 25 საათის განმავლობაში დაუკრა. მუსიკალური მარათონი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში 28 მარტს 12:00 საათზე დაიწყება და დღეს, 29 მარტს 13:00–ზე დასრულდა.

თამარ ბაბილუამ მსოფლიო რეკორდის დამყარება ჯერ კიდევ ორი წლის წინ გადაწყვიტა, თუმცა მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოხზული პრობლემები შეექმნა და ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო. ახალგაზრდა პიანისტს მესამე სტადიის სიმსივნე აღმოუჩინეს. დაავადების დამარცხების შემდეგ კი გოგონამ რეკორდის დამყარება გადაწყვიტა და ჩანაფიქრი სისრულეში წარმატებით მოიყვანა.

სარეკორდო მარათონის განმავლობაში პიანისტმა 500-მდე კომპოზიცია შეასრულა, მათ შორის როგორც საკუთარი, ასევე სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები. თამარ ბაბილუას შედეგები საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა.