ქართველი დიზაინერები ბელორუსიის მოდის კვირეულზე

belarus-fashion-weekბელორუსიის დედაქალაქი მინსკი მოდის კვირეულს მეთერთმეტედ უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის 53 დიზაინერი მიიღებს. მათ შორის არიან ქართველი დიზაინერებიც.

ბელორუსის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი იქნება შემოდგომა-ზამთარი 2016-2017-ის კოლექციები. ჩვენებებზე მისული საზოგადოება მოდის სიახლეში არსებული უახლეს ტენდენციებს გაეცნობა.

მინსკში მოდის კვირეული 6-10 აპრილს გაიმართება და მასში ბელორუს, იტალიელ, რუს, ესტონელ, სომეხ, გერმანელ, ლატვიელ და უკრაინელ დიზაინერებთან ერთად, ქართველი დიზაინერები თამუნა ინგოროყვა და თინათინ მაღალაშვილიც მიიღებენ მონაწილეობას.