13 მარტი, 2016

ქართველების ტრიუმფი ვერდის “ტრავიატაში”

omar-da-nino1ქართველი საოპერო მომღერლები მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრების სცენებზე წარმატებით გამოდიან და ჩვენი ქვეყნის ელჩებად ევლინებიან მსმენელს.

გამონაკლისი არც ომარ ჯოხაძე და ნინო გოგიჩაიშვილი არიან. ცოლ-ქმარი იტალიაში წლებია ცხოვრობს და საოპერო სფეროში მოღვაწეობს. ისინი წარმატებით მღერიან მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორების ოპერებს და მათ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ომარმა და ნინომ ნამდვილი ფურორი მოახდინეს Teatro Velluti-ში, სადაც მათი დებიუტი შედგა. ვერდის ”ტრავიატაში” ნინომ ვიოლეტას პარტია იმღერა, ომარმა კი – ალფრედის პარტია.

ქართველი საოპერო მომღერლების წარმატების შესახებ ინფორმაცია ომარის ძმამ, მომღერალმა ანრი ჯოხაძემ გაავრცელა:

“ვულოცავ ჩემს ძმას და რძალს “ტრავიატა”-ს წარმატებულ პრემიერას. მეამაყებით!!!”