29 მარტი, 2016

ქართველები საუკეთესო მეცოსოპრანოს ნომინაციაში

anita-ninoპრესტიჟული იტალიური გამოცემა GBOPERA-ს GBOSCAR- – L’Eccellenza dell’Opera e della Danza-ს წლევანდელ გამოცემაში, რომელიც გამოვალენს საუკეთესო ხელოვანებს ოპერისა და კლასიკური ბალეტის სფეროში, მსოფლიოს ცნობილ ვარკვლავებს შორის ორი ქართველი მეცოსოპრანოა დასახელებული.

ინფორმაციას იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

ნინო სურგულაძე და ანიტა რაჭველიშვილი ამ ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ნინო სურგულაძეც და ანიტა რაჭველიშვილიც ამ ნომინაციაზე წარდგენილნი არიან გასულ წელს არენა დი ვერონაზე გამართულ 90-ე საოპერო ფესტივალში შესრულებული პარტიებით – ანიტა ”აიდაში” შესრულებული პარტიით, ხოლო ნინო ”ნაბუქოში” შესრულებული პარტიით.

ყველა მსურველს შეუძლია ხმის მიცემა მისთვის სასურველი კანდიდატისთვის ქვემოთ მოცემულ ბმულზე: https://www.facebook.com/events/1100212310000780/?active_tab=posts ამისთვის უნდა მოიწონოთ ვებგვერდიდან გაზიარებული სტატია ანიტასა და ნინოს შესახებ.

ხმის მიცემა 10 აპრილს დასრულდება.