26 მარტი, 2016

ქართული ანსამბლები დაპირისპირების მიზეზი გახდა

rustavi-vladikavkazshi1ქართული ანსამბლები “რუსთავი” და “ბანი” დაპირისპირების მიზეზი გახდა. ორივე ქართულმა ანსამბლმა კონცერტები დაგეგმა ვლადიკავკაზში, რამაც საოკუპაციო რეჟიმის გაღიზიანება გამოიწვია.

რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალი ჩრდილოეთ ოსეთს დაუპირისპირდა და მიმართა დე ფაქტო მთავრობას ქართული ანსამბლების კონცერტების გაუქმებაზე.

როგორც ვლადიკავკაზში განმარტეს, ეს კომერციული ღონისძიებაა და პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. ანსამბლებმა “რუსთავმა” და “ბანმა” საკონცერტო ტურნე რუსეთში სწორედ ვლადიკავკაზიდან დაიწყეს და ისინი ადგილობრივ კულტურის სამინისტროს არ მიუწვევია.