8 მარტი, 2016

ფანი არდანი: “მიმიფურთხებია ყველა სტერეოტიპისთვის!”

1fani-ardaniფრანგული კინოს ვარსკვლავი ფანი არდანი 67 წლის ასაკშიც არ კარგავს მომხიბვლელობას და თავისი სილამაზით დღემდე ხიბლავს მსოფლიოს.

მსახიობი იმ სტერეოტიპებს აპროტესტებს, რომელიც საზოგადოებაშია დამკვიდრებული და ქალბატონებს სიცოცხლით ტკბობის, ამაყად სიარულის, სიკეთის კეთების და ღიმილით ცხოვრების უფლებას ართმევს:

“მიმიფურთხებია ყველა იმ სტერეოტიპისთვის, რომლებსაც საზოგადოება თავს გვახვევს და ითხოვს ჩვენგან 80 წლამდე ვიყოთ სექსუალური და მომხიბვლელი სათამაშოები.

აქედან იღებს სათავეს ქალებში ყველა კომპლექსი და შიში – შიში დაბერების, შიში იყო ის, ვინც რეალურად ხარ, შიში სინორჩის, სექსუალურობის, მიმზიდველობის, ბრწყინვალების დაკარგვის…

პირადად მე, ყველა ამ პუნქტისგან თავისუფალი ვარ და ჩემთვის ეს ყველაფერი სულ ერთია. მშიშარა არასდროს ვყოფილვარ და ამიტომაც არაფრის დაკარგვის არასოდეს შემშინებია. ჩემი ცხოვრების პრინციპი ყველანაირ შიშზე უარის თქმაა, ჰოდა, ამიტომაც მართლა არაფრის მეშინია.

რა თქმა უნდა, სიბერე სასიკვდილო განაჩენს ჰგავს, მაგრამ ეს გარდაუვალია და ვერაფერს ვიზამთ. მაგრამ სანამ ჩემს ეშაფოტზე ავალ, მინდა იმ ადგილს ამაყი ნაბიჯებით, სიკეთით, სიყვარულით, ღიმილით და ხელში ჭიქა ღვინით მივუახლოვდე და ბოლომდე დავრჩე ის, ვინც ვარ!”