Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ოთო ფოლადაშვილის უარი “ცეკვავენ ვარსკვლავებს”

oto-poladashvili1მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი ფართო საზოგადოებამ პროექტით “ცეკვავენ ვარსკვლავები” გაიცნო, სადაც პარტნიორობას ცნობილ ადამიანებს უწევდა. ოთომ ხუთი სეზონის განმავლობაში იცეკვა იულია ქავთარაძესთან, მარიამ სანოგოსთან, ნინი ბადურაშვილთან, ნუკი კოშკელიშვილთან და რუსკა მაყაშვილთან. რუსკასთან ერთად მან პროექტის მოგება შეძლო.

მეექვსე სეზონში მონაწილეობაზე კი ოთომ უარი განაცხადა. როგორც მან World’s Famous Models-ს განუცხადა, ამის მიზეზი პირობებზე შეუთანხმებლობა გახდა.

ოთო ფოლადაშვილი:

“შოუს ყველა სეზონში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მეორე სეზონი მოვიგე რუსკა მაყაშვილთან ერთად. ახლა კი, უბრალოდ, პირობებზე ვერ შევთანხმდით, თუმცა ამაზე მეტს ვერ გეტყვით.”…