2 მარტი, 2016

ნინო ქათამაძის კონცერტი კრიტიკის მიზეზი ხდება

1nino-katamadzeნინო ქათამაძე და ჯგუფი “ინსაითი” აქტიური საგასტროლო ცხოვრებით ცხოვრობს. მთელი წლის განმავლობაში მომღერალს თავის მუსიკოსებთან ერთად საკონცერტო გრაფიკი გაწერილი აქვს და სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობს.

ნინო ქათამაძე და მისი ჯგუფი ყოველ წელს ახალ ალბომს უშვებს, რომლის პრეზენტაციაც მოსკოვში იმართება. ალბომების “თეთრი”, “შავი”, “ლურჯი”, “წითელი” და “მწვანე” შემდეგ, მომღერალი მსმენელს ახალ ალბომს სახელწოდებით “ყვითელი” შესთავაზებს და 25 და 26 მარტს რუსეთის დედაქალაქში საპრეზენტაციო კონცერტებს გამართავს.

ალბომის პრეზენტაციამდე კი ნინო ქათამაძის მიერ სოჭში ჩატარებული კონცერტი კრიტიკის მიზეზი გახდა. მომღერალმა მონაწილეობა მიიღო ხელოვნების საერთაშორისო ზამთრის ფესტივალში ალტისტთან და დირიჟორთან იური ბაშმეტთან ერთად.

სწორედ ამ ტანდემმა გამოიწვია საზოგადოების გაღიზიანება და ნინო ქათამაძის მიმართ კრიტიკული შეფასებებიც გამოჩნდა:

“ვიღაც სამმა გოგომ მოსკოვში იმღერა თურმე და ატყდა ერთი ამბავი და აგერ ეს გოგო ნინო ქათამაძე მთლად პუტინის პირად მრჩეველთან ერთად მართავს კონცერტებს თურმე და არაფერი, მარა ნინო ხო კაი ტიპია და მაგისთვის შეიძლება.”