25 მარტი, 2016

ნინო ქათამაძე მოსკოვში

nino-katamadzis-axali-albomi1მომღერალი ნინო ქათამაძე კონცერტებით ბევრს მოგზაურობს და თავის შემოქმედებას მსოფლიოს აცნობს. მას სჯერა, რომ კულტურას საზღვრები არ აქვს და რომ მისი ჩარჩოში მოქცევა ყველაზე დიდი დანაშაულია.

მომღერალი ჯგუფ “ინსაითთან” ერთად 15 წელია გამორჩეულ და ინდივიდუალურ მუსიკას ქმნის და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ნინო ქათამაძის კონცერტები ყოველთვის სრული ანშლაგით მიმდინარეობს.

ყოველ წელს მომღერალი თავის მსმენელს ახალ ალბომს სთავაზობს. ალბომების “თეთრი”, “შავი”, “ლურჯი”, “წითელი” და “მწვანე” შემდეგ, მუსიკოსებმა ახალი ალბომი გამოუშვეს, რომელსაც “ყვითელი” დაარქვეს.

ალბომის პრეზენტაცია და სპეციალური კონცერტი მოსკოვშია დაგეგმილი. 25 და 26 მარტს ნინო ქათამაძე და ჯგუფი “ინსაითი” მოსკოველი მსმენელის წინაშე მუსიკის სახლში წარსდგებიან.