29 მარტი, 2016

ნანა მჭედლიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

nana-mchedlidze1კინორეჟისორი ნანა მჭედლიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას საიუბილეო თარიღი 20 მარტს შეუსრულდა.

კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ავტორია ფილმებისა “პირველი მერცხალი”, “იმერული ესკიზები”, “დანაშაული მოხდა”, “ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება”. რეჟისორმა თავისი მსახიობური ნიჭიც გამოავლინა და რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა.

ფილმების გადაღების გარდა, ნანა მჭედლიძე სპექტაკლებს თეატრებშიც დგამდა. მისი სადებიუტო პიესა თეატრში აღმოჩნდა რეზო კლდიაშვილის მონოპიესა ”მარტოობის ბინადარი”, რომელიც სპეციალურად სოფიკო ჭიაურელისთვის დაიწერა. ნანა მჭედლიძემ სპექტაკლი ერთი მსახიობის თეატრში დადგა.