15 მარტი, 2016

მხატვარი ქეთევან იგნატოვა დაჭრეს

qeteven-ignatova1მხატვარ-გრაფიკოსი ქეთევან, იგივე ქეთუსია იგნატოვა დაჭრეს. ის მხატვარ კოკა იგნატოვის შვილია. ფართო საზოგადოება მას როგორც ჟურნალისტი, ისე იცნობს.

მისი დაჭრის შესახებ ინფორმაციას თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს:

“ორი დღის წინ წერდა, რომ მათ სახლში ქურდი შევიდა, ძარცვა მისმა ქმარმა აღკვეთა და ქურდი გაუშვა პოლიციის გარეშე.

ჰოდა ის ქურდი დღეს კიდევ შევიდა. მეზობლები მძევლად აიყვანა. ქეთუსია და მისი ქმარი დაჭრა (კარგად არიან). სახლი გაძარცვა და წავიდა.”