Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მერიის უარი ათონელის დამწვარ თეატრს

1teatri-atonelzeორი კვირის წინ ათონელის თეატრში გაჩენილმა ხანძარმა შენობა მთლიანად გაანადგურა. როგორც თეატრის მესვეურები აცხადებენ, ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია.

ათონელის თეატრმა დახმარებისთვის თბილისის მერიას მიმართა, თუმცა ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ დედაქალაქის მერია დამწვარ თეატრს ვერაფრით დაეხმარება.

ინფორმაციას მამუკა ლომაშვილი ავრცელებს. მისი თეატრი “მაჩაბელა” სწორედ ათონელის თეატრში იყო განთავსებული.

მამუკა ლომაშვილი:

“მაჩაბელას თეატრი როგორ ვემზადებოდით ამ დღისთვის………. ვისწავლეთ სიმღერები, პროზა და რაც კი დაწერილა დედაზე, ისეთებიც რაც ბევრ თქვენგანს არ მოუსმენია და არ წაუკითხ-გაუგონია……..

გვქონდა ჩაფიქრებული სიურპრიზი დედებისთვის, ისე რომ წინასწარ არც სცოდნოდათ, უნდა გაგვეკეთებინა სათითაოდ ვიდეოკოლაჟი ბავშვებზე (ჩემი მოსწავლეები, რა მონდომებით და სიხარულით მეცადინეობდნენ ისედაც დროსეკვეტრრებულნნი) და მათ დედებზე…….

დღეს კი ოფიციალურად მოვიდა წერილი მერიიდან…… “დამწვარ თეატრს ვერაფრით დავეხმარებითო…”