12 მარტი, 2016

მეგი გოგიტიძე ორგზის დედაა

1megi-gogitidzeმომღერალი მეგი გოგიტიძე ორგზის დედაა. 2 წლის სიდონიას შემდეგ, მას და მის მეუღლეს, დათუნა მერაბიშვილს მეორე შვილი ეყოლათ. პატარა ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

ეს სასიხარულო ინფორმაცია ჩაჩავას კლინიკამ თავად გაავრცელა:

“მომღერალი, მეგი გოგიტიძე მეორე შვილის დედა გახდა! პატარა ბარბარე, ფიზიოლოგიური მშობიარობის გზით, ჩვენს კლინიკაში დაიბადა. მეან-გინეკოლოგის, სოფო თამაზაშვილის ძალისხმევით მშობიარობამ ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა. დედიკოც და პატარაც თავს შესანიშნავად გრძნობენ.”