10 მარტი, 2016

ლაშა ბუღაძე დაწყევლეს

1lasha-bughadzzzeმწერალი ლაშა ბუღაძე დაწყევლეს. მისი ბედი კიდევ რამდენიმე ცნობილმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ გაიზიარა. წლების წინ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილმა სასულიერო პირმა ბასილ მკალავიშვილმა დაწყევლა და ანათემას გადასცა ლაშა ბუღაძე, ირაკლი დეისაძე, ზაზა ბურჭულაძე, ზურაბ ქარუმიძე, ბოკერია მეუღლით, გიგი თევზაძე, ნინია კაკაბაძე, თეა თუთბერიძე და ყველა ის პიროვნება, ვინც მისი აზრით, მართლმადიდებლობას ეძრძვის:

“ეფესოს III მსოფლიო კრების მე-7 კანონი გვამცნობს: “…ის, ვინც წინ აღუდგება ნიკეის I მსოფლიო კრების დადგენილებას და ებრძვის მართლმადიდებლობას, ერისკაცნი შეჩვენებულ იქმნეს.” მე ვისარგებლებ მსოფლიო კრებების დადგენილი დიდი სჯულის კანონით და ანათემას გადავცემ სარწმუნოების მოღალატეებს: წყეულ და შეჩვენებულ იქმნეს ბოკერია მეუღლით, გიგი თევზაძე, ირაკლი დეისაძე, ნინია კაკაბაძე, თეა თუთბერიძე, ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე, ზურაბ ქარუმიძე და ყველა ის პიროვნება, ვინც ებრძვის მართლმადიდებლობას. ანათემა ძალაშია 2016 წლის 14 იანვრიდან, სანამ პირადად არ მოვლენ ეს პიროვნებები ჩემთან და არ მოინანიებენ თავიანთ ცოდვებს (რათა მომავალ თაობაზე არ გადავიდეს).”