9 მარტი, 2016

ხელოვნების სასახლე უნიკალურ ექსპონატებს ასაჯაროვებს

katalogi1საქართველოს ხელოვნების სასახლე უნიკალურ ექსპონატებს ასაჯაროვებს. მის არქივებში დაცული ფოტომასალა სპეციალურ კატალოგში გაერთიანდა, რომლის პრეზენტაციაც 10 მარტს 19 საათზე გაიმართება.

ხელოვნების სასახლეში წარმოდგენილი იქნება საქართველოს კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის კატალოგი – წიგნი, რომელშიც შესულია მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების ფოტო მასალა, „სიყვარულის სასახლის“ ისტორია დაპროექტებიდან საბოლოო სახის მიღებამდე და მის აგებასთან დაკავშირებული საინტერესო და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი ფაქტები. გამოცემა ხელოვნების სასახლისა და აქ განთავსებული კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის ერთგვარ ენციკლოპედიას წარმოადგენს.

ასე რომ, თუკი არ გინახავთ როგორ გამოიყურება კართაგენული ნიღაბი ან როგორი სამოსი ეცვა თეკლე სააკაძეს – ეს და სხვა მრავალი უნიკალური ნიმუში ხვალიდან შეგეძლებათ ხელოვნების სასახლისადმი მიძღვნილ კატალოგში იხილოთ.

მუზეუმის ისტორიაში აქ დაცულ კოლექციებისადმი მიძღვნილი კატალოგი პირველად გამოიცა, რომელიც „პალიტრა L“-მა მუზეუმის დირექტორ გიორგი კალანდიას საერთო რედაქციით გამოსცა.