14 მარტი, 2016

ხათუნა იოსელიანი დააჯილდოვეს

xatuna1ქართველი მსახიობი ხათუნა იოსელიანი, რომელიც წლებია ამერიკაში ცხოვრობს, დააჯილდოვეს.

მსახიობი ამერიკის მოქალაქეა. თავდაპირველად ის ქართულ საკვირაო სკოლაში მუშაობდა, სადაც ემიგრანტების შვილებს ქართულ ტრადიციებს, ადათ-წესებს ასწავლიდა, მოგვიანებით კი, როდესაც პატარებისთვის ეს ყველაფერი მშობლიური გახდა, ბავშვებისთვის “ნაცარქექიაც” დადგა.

მოგვიანებით ხათუნა იოსელიანმა ნიუ იორკის ქართულ თეატრში გადაინაცვლა, სადაც დამდგმელ რეჟისორად და მსახიობად იმუშავა. “ჰელადოსი”, “თეთრი ბაირაღები”, “შთამომავლობა” – ეს ის სპექტაკლებია, რომლებიც მან ნიუ იორკის ქართულ თეატრში განახორციელა.

ხათუნა იოსელიანი საქართველოს კულტურის სამინისტრომ “უცხოეთში საქართველოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის” დააჯილდოვა. მსახიობმა სამშობლოში ჩამოსვლა ვერ შეძლო და მისი კუთვნილი ჯილდო შვილიშვილმა საშკა კალმახელიძემ მიიღო.

xatuna-ioselian1i