Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჯულიანა ბარგნარისა და ოთო ფოლადაშვილის გამარჯვება

juliana-da-oto1ჯულიანა ბარგნარი და ოთო ფოლადაშვილი მაყურებელმა პროექტით “ცეკვავენ ვარსკვლავები” გაიცნო, სადაც პარტნიორობა გაუწიეს სხვადასხვა სფეროში ცნობილ ადამიანებს.

ისინი უკვე წლებია წყვილში ცეკვავენ, მონაწილეობას იღებენ საქართველოსა და უცხოეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსებში და არაერთი გამარჯვებაც მოიპოვეს.

ჯულიმ და ოთომ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს – მათ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ღია რეიტინგულ შეჯიბრში “ლეგენდა 2016”, სადაც პირველი ადგილი დაიკავეს.

მეორე ადგილზე გავიდნენ სალომე ჭაჭუა და მისი მეწყვილე მაქს რიჟიკოვი, მესამე ადგილი კი მიენიჭა მოცეკვავე წყვილს რუსთავიდან.