Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ინტრო” მოძრაობის თეატრში

intro12 აპრილს, 20:00 საათზე მოძრაობის თეატრში წარმოდგენილი იქნება მუსიკალური სპექტაკლი “ინტრო”. მუსიკალური ალეგრია მოძრაობის თეატრის კომპოზიტორის სანდრო ნიკოლაძის კომპოზიციებზეა აგებული.

ეს არის სანდრო ნიკოლაძის მუსიკალური წარმოდგენა-ფანტაზია თუ როგორ ხედავს კომპოზიტორი საკუთარ ნამუშევარს, რომელსაც მოძრაობის თეატრის მსახიობები აცოცხლებენ.

მუსიკალური წარმოდგენა, სადაც გაცოცხლებული ქანდაკებები, თოკზე მოცეკვავე აკრობატები, დაცვის დაბნეული თანამშრომლები, ტანგოს 3 განზომილებაში მოცეკვავეები(სცენაზე, კედელზე და ჰაერში), მუსიკოსი მარიონეტები, ოპერის მომღერალი, კონფერანსიე და ცოცხალი ბენდი, ეს ყველაფერი ჯადოსნურ სამყაროში გამყოფებთ.

„ინტრო“ ჟანრობრივად ბრეხტის თეატრის, საცირკო სანახაობის, მარიონეტების და თანამედროვე თეატრის თანხვედრაა.