9 მარტი, 2016

ილო ბეროშვილმა ბოდიში მოიხადოს!

ilo1ილო ბეროშვილმა ბოდიში მოიხადოს! – ამ განცხადებას ხაშურელები ავრცელებენ და ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ”ილო ბეროშვილის შოუში” გასულ მონოლოგს აპროტესტებენ. შოუს წამყვანი ხაშურში ინოვაციების ცენტრის შექმნას გამოეხმაურა და ქალაქი და ქალაქელები გააშაყირა. მაყურებლის გაღიზიანება იმანაც განაპირობა, რომ შოუს პროდიუსერი ზვიად ბლიაძე, იგივე ზვიო, წარმოშობით ხაშურიდანაა. ამ შოუში კი ხაშურის დაცინვა პირველი შემთხვევა არ არის.

გიორგი ჩუბინიძე: – “ჯანსაღი პატრიოტიზმით, საერო მოძრაობაში თავისი წვლილითა და ინტელექტუალური ცხოვრებით ხაშურის ინტელიგენცია ქვეყნისათვის საიმედო და ჩემთვის, პირადად საყვარელ ადამიანთა კრებულია. შეიძლება ითქვას, რომ ხაშური მოაზროვნე ქალაქია…” – მურმან ლებანიძე!

ბოდიში მოიხადოს ტელეკომპანია იმედმა და კონკრეტულად ამ გადაცემის მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა. ბოდიში სრულიად ხაშურის მოსახლეობას იმ იდიოტიზმის გამო რასაც ტირაჟირებთ. თქვენი დასაცინი თქვენივე თავებია, ბატონ ზვიად ბლიაძეს მივმართავ, რა უფლებით აკეთებს ამას, რა უფლებით აქილიკებს საკუთარ მშობლიურ ხაშურს, მოვითხოვთ ბოდიშს და დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სატელევიზიო შოუებში ხაშურის დაცინვა!!!! უნიჭობა და უგემოვნობაა ეს ყოველივე, ყოველგვარ ზღვარს სცილდება, ერთ ციდა ქვეყანაში საკუთარის დაცინვა რომელ წიგნში ამოიკითხეთ, რომელ ეროვნულობაზე და რომელი ქვეყნის სიყვარულზეა საუბარი ასე საჯიჯგნად და საქილიკოდ აქცევთ საკუთარ ქალაქებსა და სოფლებს, კუთხეებს! შორს ასეთი იდიოტიზმი სატელევიზიო სივრციდან!!!

რობი ქოჩიშვილი: – სხვათაშორის, ბატონო ილო ხაშურში ცხოვრობს ხალხი და თქვენი შეურაცხყოფის მისაყენებელი არაფერი ჭირთ მათ და თუ გგონიათ რომ მათზე განათლებულები ბძანდებით და მათზე ინოვაციურები რადგან სხვა რაიონში გაჩნდით ძალიან ცდებით, ვინც მსგავს შეურაცხმყოფელ მონოლოგებს წერთ,წესით უნდა მიხვდეთ ხუმრობის და შეურაცხყოფის ზღვარი სად გადის და მოიხადოთ ბოდიში!

გოგა სადუნიშვილი: – ხაშურზე ხუმრობა არც სასაცილოა და არც რეიტინგი არ მოაქვს, აი ეს არის ,,ინოვაცია”!…

მანანა აბაზაძე: – „ხაშური საქართველოს გულია“, აქვს შესანიშნავი მდებარეობა ბუნება, კურორტები, ჰყავს შესანიშნავი მოსახლეობა, ინტელიგენცია, შემოქმედი ხელოვანი და მშრომელი ადამიანები, ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომლებიც თავიანთი მიღწევებით ყოველთვის გამორჩეულნი არიან, ოლიმპიადებსა და გამოცდებში ლიდერობენ თავისი მიღწევებით, ხაშურს აქვს ღირსეული წარსული, აწმყო, და მომავალი თავისი მოსახლეობის ინტელექტიდან გამომდინარე. ასე, რომ ხაშურზე საზოგადოებას წარმოდგენა არ უნდა შეიქმნას „ზვიოს“ მდარე ხუმრობებიდან გამომდინარე. ხაშურში მენახირეები არ ცხოვრობენ და ფრთხილად იყოს ყველა ჯამბაზი როცა ხაშურს ახსენებს.

სოფიო სტეფნაძე: – თავში ავარდნილი არარობა ….

ირინა გოცირიძე: – უნიჭობით უნდა პოპულარობა მიიღოს ბეროშვილმა??? ხაშური ხაშურად დარჩება თავისი ისტორიული წარსულით, ტრადიციებით და გენეტიკურად ინტელექტუალური საზოგადოებით, ბეროშვილისნაირი საპნის ბუშტები კი ჰაერში აფრენისთანავე გასკდებიან…

ბელა მირზიაშვილი: – ვაი შენს პატრონს, ხაშურლებზე ლაპარაკით თავს ნუ გაილაყებ, ყელში არ ამოუყვანო, თორემ… უკბილო ხუმრობა, მარტო შენ რომ გეცინება, უტვინო!
ლელა იმერლიშვილი: – ილიკო, ყველაფერს ნუ წაიკითხავ რასაც დაგიწერენ… შენ ჩანხარ მხოლოდ და ვერ გაუძლებ ამდენს ბიიიჭო!

მალხაზ გოგალაძე: – ილო არა ქინძი ხარ, შე შობელძაღლო!

ცისი ზუბაშვილი: – ბეროშვილი ერთ ადგილს მიაჭირე, იქნებ ცოტა იუმორი წამოვიდეს მაგ ცარიელ ჩალით სავსე თავში, შე საცოდავო… ბებიაშენი პარიზში დაიბადა და მოკვდა? ვაი შენს პატრონს უბედურს… ხაშურელებს შემოევლე შენ და შენი მენახირე ზვიადი!

ხათუნა დონაძე: – ხაშურში მარტო ზვიოსნაირი მენახირეები არ ცხოვრობენ. მენახირე ეს სულით, თორემ მშრომელ გლეხს არავინ ერჩის. ასე რომ დააყენოთ ეგ ტრ..ები ერთ ადგილას ზვიოსნაირმა სცენარისტებმა და შენნაირმა წამყვანებმა ჯობია. ბოდიში საჯაროდ!

ინგა თედეშვილი: – კიდე კარგი, სიცილის ფონოგრამები რომ გაქვთ, თორემ არ ჩაგივარდებოდათ ეს “მარგალიტები”?!!

ნანა ჯუღელი: – ვაი, შენს პატრონს, უბედურს. რა ჭირს ხაშურს შენი დასაცინი უბედურო…

 

მონოლოგი-28/02/2016მონოლოგი ამ კვირის აქტუალურ თემებზე ツ28/02/2016

Posted by ილო ბეროშვილის შოუ • Ilo Beroshvili Show on Sunday, 28 February 2016