გურანდა გაბუნია მოსკოვში

guranda1ფონდი “ქართუს” მხარდაჭერით და კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირის “რუსული კლუბის” ორგანიზებით, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია მოსკოვში ჩადის. მსახიობი რუსეთის დედაქალაქს განსაკუთრებული მისიით ესტუმრება.

მარჯანიშვილისა და თუმანიშვილის პრემიების ლაურეატი მსახიობი მოსკოვში გრიბოედოვის თეატრთან ერთად ჩავა. დასი ანდრო ენუქიძის სპექტაკლს “ალუბლის ბაღი” რუსეთის დედაქალაქში ჩაიტანს.

ანტონ ჩეხოვის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს ქართველი მსახიობები 12 მაისს ითამაშებენ და მასზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი.