Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გურამ პეტრიაშვილი: “პირველად შევძრწუნდი ჩემს ცხოვრებაში”

guram-petriashvili120 წლიანი განშორების შემდეგ, მწერალი გურამ პეტრიაშვილი სამშობლოში დაბრუნდა და თავის საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა. მისი ზღაპრების მიხედვით სპექტაკლი დაიდგა, სადაც თვითონაც მიიღო მონაწილეობა.

გურამ პეტრიაშვილი გაოგნებულია მის საყვარელ სამშობლოში არსებული მდგომარეობით და თანამემამულეების ქმედებებით, რასაც სახალხოდაც გამოხატავს.

გურამ პეტრიაშვილი:

“ყველამ იცის, რომ მრავალი უბედურება, გაჭირვება და ტანჯვა გადავიტანე და ეს ყველაფერი ბოროტი ადამიანების გამო.

მაგრამ ვფიცავ მშობლების საფლავებს, ჩემს შვილებს და შვილიშვილებს, რომ იმ ბოროტთა შვილებზე არასოდეს ცუდ ფიქრს არ გაუვლია ჩემს გონებაში.

თუ რატომღაც დედა არ მოგწონთ, შვილს რას ერჩით? ან კი რატომ არ მოგწონთ დედა? რა დაგიშავათ?

თქვენი ავი სიტყვებითა და ქილიკით პირველად შევძრწუნდი ჩემს ცხოვრებაში.

თურმე სადამდე დავცემულვართ!!!

მეტს ვეღარაფერს ვიტყვი: ვაგლახ და ვაჰმე!”