Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გოგი გვახარია: “რა გჭირთ მწერლებს?”

1gogi-gvaxariaaaaკინომცოდნე გოგი გვახარია ქართველ მწერლებს აკრიტიკებს.

გოგი გვახარია:

“ბევრჯერ მიკითხავს და მიფიქრია ამაზე, მაგრამ ფეისბუქზე პირველად ვკითხულობ:

მას შემდეგ, რაც გორბაჩოვმა “საჯაროობის” პოლიტიკა გამოაცხადა გაიმართა შემოქმედებითი კავშირების ყრილობები, ერთ-ერთი, კინემატოგრაფისტების, აღწერილი მაქვს წიგნში, კინემატოგრაფისტებმა, კომპოზიტორებმა, არქიტექტორებმა. თეატრალებმა მხარი დაუჭირეს აკრძალული ნაწარმოებების “განთავისუფლებას”, დემოკრატიზაციას და მრავალფეროვნებას. ერთადერთი, ვინც წინააღმდეგობა გაუწია ამ პროცესს იყო მწერალთა კავშირი. აქ, პირიქით, დაუპირისპირდნენ რეფორმებს.

პრინციპში იგივე მოხდა საქართველოშიც. “ლიტერატურული საქართველო” ცოტა ხანში პროფაშისტურ გამოცემად იქცა.

ჰოდა, რატომ? რა გჭირთ მწერლებს?”