16 მარტი, 2016

გოგი გვახარია: “აი, ამის გამო არ ეშველა ქვეყანას აქამდე!”

1gogi-gvaxariaaaaკინომცოდნე გოგი გვახარია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და იმ ძირითად მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც არ ეშველა ქვეყანას აქამდე.

გოგი გვახარია:

“თუ დაინტერესებულხართ რამდენი ადამიანი დააშანტაჟეს ასეთი ვიდეოებით? ასე ვთქვათ “უბრალო ადამიანი”, ნაკლებად ცნობადი სახე.

სხვათაშორის, ერთ-ერთის სახელს და გვარს, “ფეხი ჩემიაო” რომ ამბობდა საწყალი, სრულიად ღიად იმეორებს ქართული მედია… თან, არ ჩერდება, იმეორებს და იმეორებს.

კარგად რომ დავიმახსოვროთ, სანამ ძალაუფლების ინსტიტუტს არ შეეხო ეს სიბინძურე, მანამდე “ია სპარტაკ” არავის უთქვამს ამ ქვეყანაში. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ სპარტაკობს და ამავე დროს, კონსტიტუციაში შეაქვს ცვლილება, რომლითაც დაუმტკიცებს მოსახლეობას, რომ მართალია სპარტაკობს, მაგრამ მაინც უმანკოა და ოჯახის სიწმინდეს უჭერს მხარს.

აი ამ ფარისევლობის გამო არ ეშველა ქვეყანას აქამდე!”