Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი ალექსიძის სახელობის საბალეტო დასი დაარსებულია

1gogi-aleqsidzeცნობილი ქართველი ქორეოგრაფის გიორგი ალექსიძის სახელის უკვდავსაყოფად თბილისში მისივე სახელობის კამერული დასი “თბილისის თანამედროვე ბალეტი” დაარსდა.

ინფორმაციას გიორგი ალექსიძის შვილი, ასევე ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე ავრცელებს:
“მინდა ყველას გახაროთ!!!

თბილისის მერიამ დააფუძნა გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი „თბილისის თანამედროვე ბალეტი“.

ვფიქრობ, რომ დღევანდელ სახელოვნებო სივრცეში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, დროული და გაბედული გადაწყვეტილებაა და მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ თანამედროვე სამყაროს თანადროული ნაწილი გავხდეთ. გიორგი ალექსიძის ღვაწლი ქართული ქორეოგრაფიის წინაშე კი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ თბილისის ახალგაზრდული, ნოვატორული, თანამედროვე საბალეტო დასი და შემდგომში დასთან არსებული სასწავლებელი, მისი სახელობის იყოს.

ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერს ბატონ დავით ნარმანიას და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ალიბეგაშვილს. დიდი მადლობა ქალბატონებს ნინა ხატისკაცს, ია მაქაცარიას და თამარ ტალიაშვილს.

ბედნიერი ვარ, რომ მომეცემა საშუალება გიორგი ალექსიძის ქართული ქორეოგრაფიის განვითარების გზა, ახლა უკვე მუდმივმოქმედი დასის ფარგლებში გავაგრძელო და ჩემი ენერგია, საქმის დიდი სიყვარული მოვახმარო.”