4 მარტი, 2016

გადავარჩინოთ ახალგაზრდა მუსიკოსი

girshel-javaxishviliახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი გირშელ ჯავახიშვილი მაყურებელმა “ვანოს შოუში” გაიცნო. გირშელი გადაცემის ბენდში კლავიშზე 4-5 წლის განმავლობაში უკრავდა.

35 წლის მუსიკოსს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

ინფორმაციას მომღერალი ია ჩანტლაძე ავრცელებს:

“ჩემო საყვარელო მეგობრებო, გთხოვთ, დავეხმაროთ ძალიან კარგ ადამიანს, ძალიან ნიჭიერ მუსიკოსს, კარგ მეგობარს, კიბოს დამარცხებაში. ვისაც რამდენი შეგვიძლია. მიიტანეთ გულთან ახლოს. ყოველი ადამიანის გულისხმიერება ახლა გირშელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა”

 

თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ აქ:

https://www.youcaring.com/girshel-j-531641#.VtiZBzW6X5E.facebook

გირშელმა საქართველო 2010 წელს დატოვა და კარიერის გასაგრძელებლად ამერიკაში წავიდა. ნიუ იორკში ჩასულს დაუდგინდა ძვლის კიბო. მუსიკოსმა უკვე ჩაიტარა ქიმიოთერაპიის კურსები, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სამწუხაროდ, დაავადება კიდევ უფრო გართულდა და გირშელს მასთან გამკლავება მარტოს არ შეუძლია.