20 მარტი, 2016

ეროს რამაზოტი სპორტის სასახლეში იმღერებს

eros-ramazzotti1ცნობილი იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტი თბილისში ჩამოვა და კონცერტს სპორტის სასახლეში გამართავს. ინფორმაცია მომღერლის ოფიციალურ გვერდზე უკვე დადებულია.

ეროს რამაზოტი საქართველოს სპეციალური პროექტის ფარგლებში ესტუმრება, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, მთავრობამ კულტურის სამინისტროს რესურსები გამოუყო მაღალი დონის მუსიკოს-შემსრულებლების ჩამოსაყვანად.

რამაზოტი საქართველოს რუსეთში ჩატარებული კონცერტების შემდეგ ეწვევა. მომღერალი სპორტის სასახლეში ქართველ მსმენელს 24 აპრილს შეხვდება.