17 მარტი, 2016

დუტა სხირტლაძე მოძრაობის თეატრში

duta-modzraobis-teatrshi120 მარტს, 21 საათზე მოძრაობის თეატრში ყოველკვირეული, ტრადიციული საღამო “რეჩიტატივი ქალაქში” გაიმართება.

ეს არის ყოველკვირეული საღამო მოძრაობის თეატრში, სადაც დასწრება თავისუფალია. მასში მონაწილე ხელოვანები ცოცხალი მუსიკის თანხლებით კითხულობენ ლექსებს და ყვებიან ქალაქურ ისტორიებს.

პროექტში ჩართულები არიან კახა ბაკურაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, სანდრო ნიკოლაძე და ირაკლი მენაღარიშვილი. ყოველ კვირას მათ სპეციალური სტუმარი ჰყავთ. ამ კვირას პროექტის სტუმარი დუტა სხირტლაძე იქნება.