17 მარტი, 2016

“დინოლა” საერთაშორისო ფესტივალზე

dinola-shanxaishi1ახალგაზრდა რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ფილმს “დინოლა” საერთაშორისო ფესტივალზე მოხვდა.

“დინოლა” საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნული ქვრივის და სვანურ ტრადიციას შეწირული დედაშვილობის შესახებ მოგვითხრობს.

ფილმმა მთავარი ჯილდოები 17 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა და პირველი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი გახდა, რომელიც ევროპის კინოაკადემიამ შეარჩია. ფილმს შანხაიში LONG WEEK OF SHORT FILMS FESTIVAL-ზე აჩვენებენ.

გასული წლის ნოემბერში “დინოლა” Eastern Neighbours Film Festival-ში იღებდა მონაწილეობას. სწორედ ამ ფესტივალის პროგრამიდან შეირჩა 7 საუკეთესო ევროპული ფილმი შანხაისთვის.