6 მარტი, 2016

დემნა გვასალიას ფურორი პარიზის მოდის კვირეულზე

demna-gvasalia1ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია სულ ახლახანს დაინიშნა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის BALENCIAGA-ს კრეატიულ ხელმძღვანელად. პარიზის მოდის კვირეულზე მან პირველად წარმოადგინა თავისი კოლექცია.

დემნა გვასალიამდე ბალენსიაგას შემოქმედებითი დირექტორი იყო ალექსანდრ ვენგი. ვენგი კი ამ თანამდებობაზე ლუი ვიტონის ამჟამინდელი კრეატიული დირექტორის ნიკოლა გესკიერის შემდეგ დანიშნეს. ბალენსიაგა 1919 წელს ესპანელმა კრისტობალ ბალენსიაგამ დაარსა. პირველი ბუტიკი სწორედ ესპანეთში გაიხსნა. დღეს ბრენდს ფრანგები ფლობენ. დღეს ბრენდში ახალი ერა იწყება. ახალი ბალენსიაგა ამჯერად დემნა გვასალიას ხელშია.

ჩვენებას ესწრებოდნენ ამერიკული ვოგის რედაქტორი ანა ვინტური, იტალიური ვოგის რედაქტორი ფრანკა სოზანი და მოდის კრიტიკოსი, ყველაზე გავლენიანი მოდური ჟურნალისტი სიუზი მენქსი.

სიუზი მენქსმა დაწერა, რომ ყვავილებიანი პრინტები ესპანური მოდის გამოძახილია და ზუსტად გამოხატავს კრისტობალ ბალენსიაგას.

“”Couture meets the street at Demna Gvasalia’s Sensational BALENCIAGA debut.” – ასე შეაფასა Vogue-მ ბალენსიაგას ახალი კოლექცია. ამერიკული ვოგის ოფიციალურ საიტზე მთავარი თემა ბალენსიაგას ახალი კოლექციაა, სადაც სათაურში ქართველი დიზაინერის დებიუტი ერთი სიტყვით არის შეფასებული – სენსაციური!

ბრიტანული ვოგის რედაქტორი ალექსანდრა შულმანი ბალენსიაგას ჩვენებიდან ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ძალიან დიდი წარმატება იყო ამ კოლექციის გამოტანა – “Big success at the new Balenciaga”.

ბლოგერები წერენ რომ კოლექცია მაღაზიებში ელვის სისწრაფით გაიყიდება. აქტიურად განიხილება დემნა გვასალიას კოლექცია სხვადასხვა ფორუმზეც, ბევრს მიაჩნია, რომ კოლექცია ძალიან კარგი იყო. ზოგისთვის დემნა მარჯიელას გავლენას ვერ სცდება და შემოქმედებაში მარჯიელა ძალიან ეტყობა. არიან ისეთები რომლებისთვისაც დემნა მეტისმეტად ჭკვიანია, რადგან Vetements -ის სტილის სამოსი წარადგინა უფრო ძვირი ნაჭრებით, ამიტომ ვინც ვერ შეძლებს ბალენსიაგაში 3000$ გადაიხადოს, მსგავსი სტილის სამოსის შეძენა Vetements -ში 800$-ად შეეძლება. ამით ქართველი დიზაინერი საკუთარ ბრენდს ფინანსურად წასწევს წინ.

“ჩვენ იმ გოგოებს და ბიჭებს ვიყენებთ, რომლებიც ჩვენი მეგობრები არიან, რომლებიც არ არიან მოდელები, რომლებსაც მოდა დიდად არ აინტერესებთ. ზოგიერთი მათგანი მსახიობია, რომლებსაც არ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი და მარიხუანას პირდაპირ ტანსაცმლის მორგებაზე ეწევიან,” – განაცხადა დემნა გვასალიამ Purple Fashion magazine-სთვის მიცემულ ინტერვიუში.