24 მარტი, 2016

დემნა გვასალიას ინტერვიუ The New York Times-ში

demna1ბალენსიაგას კრეატიულმა დირექტორმა, ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ The New York Times-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და იმ თემებზე ისაუბრა, რაც მის წინაშე ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დადგა.

პარიზის მოდის კვირეულზე მან პირველად წარადგინა კოლექცია ბალენსიაგას კრეატიული დირექტორის რანგში. კოლექციას მსოფლიოს წამყვანმა მოდის კრიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა სენსაციური უწოდეს.

დემნა გვასალიას ინტერვიუ FashionHolics Online-მა გაავრცელა:

– ბალენსიაგას ჩვენების შემდეგ როგორ გრძნობთ თავს?

– გამოფიტული ვარ, ახლა ვგრძნობ რომ დაღლილი ვარ. 4 დღეში, ორი ჩვენება მქონდა. ძალიან დიდი ადრენალინი იყო. მღელვარებისგან მუშაობის დღეებში დაღლას ვერ ვგრძნობდი. გადაბმულად ვმუშაობდი ერთი დღიანი დასვენების გარეშე და ვერ ვგრძნობდი დაღლას, მაგრამ ახლა როდესაც მორჩა, ვგრძნობ რომ დაღლილი ვარ.

– ვეტმანის ჩვენებაზე გკითხეთ თუ გრძნობდით წნეხს და მიპასუხეთ: “არა, მე მიყვარს ჩემი სამუშაო. ეს ჩემი ნარკოტიკია”…

– ასეც არის. წნეხი არ არის, მე ამას ვუწოდებ დიმანიურ მუშაობას. 10 დღე სტუდიიდან არ გამოვსულვარ, ყოველი საათი შიგნით ვიყავი და ვმუშაობდი. ვეტმანი რომ მოვრჩი, გავიფიქრე რა იღბლიანი ვარ კვირას ბალენსიაგას შოუ მაქვს. არ მინდა ეს დასრულდეს, უფრო მეტი მინდა, ამიტომ ჩავრთე ჩვენების ბოლოს ის სიმღერა, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავდა ჩემს მდგომარეობას.

– გიფიქრიათ, რომ არ უნდა აკეთებდეთ ამ ორს ერთად?

– არა, მიკითხავს საკუთარი თავისთვის, როგორ უნდა გავაკეთო ვეტმანი და ბალენსიაგა ერთად.

– როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება ბალენსიაგას მიმართ, სანამ კრეატიული ხელმძღვანელი გახდებოდით? რა იცოდით ბრენდის შესახებ?

– ბალენსიაგას შესახებ წაკითხული მქონდა ისტორიული წიგნები და ნანახი მქონდა კრისტობალის შემოქმედება წიგნებში. ასევე რა თქმა უნდა ვადევნებდი თვალს ნიკოლა გესკიერის პერიოდს, მაშინ ჯერ კიდევ აკადემიაში ვსწავლობდი

– როგორ ფიქრობ კარგად გასაგები დიზაინერი ხარ?

– არ ვფიქრობ ჩემი სრულად გაგება ადვილია, რადგან მე ძალიან ტექნიკური ვარ ჩემს საქმეში და ჩემი მიდგომა ხშირად ზედმეტად კომერციულია. მე არ ვაკეთებ ლამაზ შოუებს და არ ვქმნი ოცნებას. ლამაზი შოუები და საოცნებო სამოსი ძალიან მოსაწყენი მგონია.

– ჩვენების შემდეგ, როდესაც შემოვედით კულისებში უამრავი ადამიანი გეხვეოდათ გარს. ფაქტიურად კედელთან იყავით მიმწყვდეული და ყველას თქვენი აზრი აინტერესებდა…

– მნიშვნელოვანია შენი პოზიცია ნათლად დააფიქსირო. მე მკაცრად ვმუშაობ სამოსის კონსტრუქციაზე და არ ვსაუბრობ ქალზე. მაგ: სად და როგორ უნდა ეცვას ჩემი სამოსი ქალს. ეს არ მაინტერესებს, მე უფრო სამოსი მაინტერესებს, სტრუქტურა და სამოსზე ვმუშაობ.

– სტილისტ ლოტა ვოლკოვასთან ხშირად მუშაობთ.

– ჩემი და ლოტას მუშაობა არ ეხება იმდენად სტილს, რამდენადაც მეგობრობას. მისი სამოსი შთამაგონებს. თუნდაც მაშინ როდესაც ისეთი რაღაც აცვია რომელიც მძულს, მისი ლუქი მაინც მომწონს. უდაოა რომ ხედვა აქვს და ამიტომ ხშირად ვმუშაობთ პროექტებზე ერთად, მაგრამ ეს უფრო მეგობრობაა ვიდრე სტილისტის დიზაინერთან ურთიერთობა.

– გაგვიგია, რომ სტილთან არც ისე მეგობრულ დამოკიდებულებაში ხართ.

– არ მწამს და იმიტომ. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ჩვენების გაკეთებისას, მაგრამ მე უფრო სამოსის სხვადასხვა ნაწილები და ტექნიკა მაინტერესებს ვიდრე სილუეტები და სტილი.

– როგორი იყო თქვენი პირველი პასუხი, როდესაც ბალენსიაგადან დაგიკავშირდნენ?

– მე უბრალოდ ირვინგ პენის ნიუ-იორკში გადაღებული ფოტოები გავუგზავნე და ვუთხარი მათ, თუ როგორი იყო ჩემი ხედვა.