Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბიბი კვაჭაძე: “არ გრცხვენიათ?”

1bibiმუსიკოსი ბიბი კვაჭაძე წლებია ამერიკაში ცხოვრობს და იქ თავის საყვარელ საქმეს – მუსიკას ემსახურება. სამშობლოსგან შორს დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით კი კულტურაში, კერძოდ, მუსიკაში განვითარებულ ამბებს.

ბიბი კვაჭაძე:

“ყოველთვის ინტერესით ვადევნებ თვალყურს საქართველოში მომხდარ ამბებს და ყველაფერს ძალიან განვიცდი… განსაკუთრებულად განვიცდი კულტურის, კერძოდ მუსიკის ამბებს – ვაფიქსირებ ჩემს აზრს ყველა იმ “მომღერალთან” დაკავშირებით რომლებიც არ ერიდება ე.წ. “ფანოღის” შესრულებას.

დღემდე მიკვირს, რა გამოძრავებთ?

მაღალი მუსიკაო – ვერ მეტყვით!!!!!!!!!!!!

რას ერჩით თაობებს?

თქვენ ხომ კარგი მაგალითი უნდა იყოთ…

უამრავი “მიზეზით” იმართლებთ თავს – ვითომ გასართობად, რეიტინგის ასამაღლებლად, $$$-ის გასაკეთებლად ასრულებთ ამ მეჯღანუაშვილების რეპერტუარს, თან ვინ? ახალგაზრდა მომღერლები…

არ გრცხვენიათ??? 60 წელს გადაცილებული (საბჭოთა ეპოქის) ასაკოვანი ადამიანები რომ იყოთ, გავიგებდი…

მაგრამ ფაქტი ერთია – თქვენ არასდროს ყოფილხართ და არც არასდროს იქნებით ნამდვილი მუსიკოსები!!!

თქვენ ხართ ანტი-მუსიკოსები და მუსიკის მტრები!!!!!!!!

დიდი დანაშაული მიგიძღვით ისედაც გემოვნება-დანგრეული ერის წინაშე და ამას თაობები არ გაპატიებენ!

მრცხვენია…

P.S. მომღერლობა მუსიკოსობას არ ნიშნავს!!!”