27 მარტი, 2016

ბარბარა სამხარაძე: “ხალხო სირცხვილია!”

barbara-samx1სახალხო პროექტ “ნიჭიერის” მეექვსე სეზონის გამარჯვებული ბარბარა სამხარაძე უკვე შეეგუა იმ ფაქტს, რომ პოპულარობას თავს ახლავს ბევრი სიკეთე და სიბოროტეც.

15 წლის მომღერალმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანიდან უამრავი გულშემატკივარი გაიჩინა. თბილ და საქებარ სიტყვებს მიჩვეული მოზარდისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მასთან დაკავშირებით გავრცელდა.

“ბარბარა სამხარაძე გულის შეტევით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს; ბარბარა სამხარაძე ვანიკო თარხნიშვილმა და ნიკა გვარამიამ მოინახულეს; ბარბარა სამხარაძე საავადმყოფოში ბიძინა ივანიშვილმაც მოინახულა.”

ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას “ნიჭიერის” გამარჯვებულმა ტყუილი უწოდა:

“რა საჭიროა?? კარგად ვარ, ხალხო… არაფერი არ მჭრის… ნუ დაუჯერებთ… სირცხვილია… ჩემი აღარც ტელეფონი ჩერდება და აღარც ფეისბუქი, საიდან აღარ მირეკავენ და მწერენ… ხალხო, სირცხვილია… და მთავარ გმირს მივმართვ… გრცხვენოდეს… ან საიდან იგონებ ეგეთ სისულელეებს… ნუთუ არ გცხვენია… კიდევ ერთხელ გეტყვით, კარგად ვარ… არაფერი არ მჭირს… და ყველას დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისათვის!”