22 მარტი, 2016

ბაღებისთვის განკუთვნილი ახალი სერია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან

ba125 მარტს, 15 საათზე, ევროპის სახლში „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გიწვევთ ბაღებისთვის განკუთვნილი ახალი სერიის პრეზენტაციაზე, სადაც გამომცემლობის წარმომადგენლები გაგაცნობენ სერიის კონცეფციას.

სერიაში მოცემულია ასაკისთვის შესაბამისი და საინტერესო თემები მრავალფეროვანი აქტივობები მარტივი და გასაგები ინსტრუქციები სახალისო ილუსტრაციები.

სერია „საბავშვო ბაღში” დაეხმარება სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებლებსა და მშობლებს სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვაში; ხელს შეუწყობს მოზარდის მრავალმხრივ განვითარებასა და სასკოლო მზაობას.

პრეზენტაციაზე საჩუქარად გადმოგეცემათ სერიის რამდენიმე წიგნი, ასევე გამოვლინდება ორი იღბლიანი ბაღი, რომელიც ახალი სერიის ყველა ასაკობრივ წიგნს საჩუქრად მიიღებს.