7 მარტი, 2016

არ აყურებინოთ ბავშვებს “მაშა და დათვი”

1masha-da-datvi– არ აყურებინოთ ბავშვებს “მაშა და დათვი” – ამ დასკვნამდე მივიდნენ ფსიქოლოგები და პედაგოგები და ცნობილი რუსული ანიმაცია უარყოფითად შეაფასეს.

სპეციალისტები თვლიან, რომ პატარა მაყურებელი თავიდანვე უნდა მიეჩვიოს ანიმაციის სახით სიკეთის კეთებას და ჯიუტი, თავნება და გაუგონარი მაშას საქციელი პატარებისთვის მისაბაძი არ უნდა გახდეს.

“ამერიკელი მოზარდებიც კი მიხვდნენ, რომ მაშას კომუნიკაციის პრობლემა აქვს, თუკი შინაურ ცხოველებს მასთან თამაში არ უნდათ. დათვი კი, სამწუხაროდ, ძალიან ცუდ დღეშია,” – აცხადებენ სპეციალისტები.

მათთვის, ვისაც “მაშა და დათვის” სერიები არ უნახავს, სპეციალისტები ურჩევენ მისი ყურება ახალი სერიებით დაიწყონ, რადგან ახალ სერიებში მაშა უფრო გაზრდილია, უკეთესობისკენ არის შეცვლილი და უკვე მარტო საკუთარ თავზე აღარ ფიქრობს.