4 მარტი, 2016

აიკრძალოს გიორგი შენგელაიას ფილმი “სიყვარული ვენახში”

1siyvaruli-venaxshiმას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ ფრანგი კინორეჟისორის გასპარ ნოეს ფილმი LOVE (სიყვარული) პორნოგრაფიას მიაკუთვნა, გაჩნდა მოთხოვნა აიკრძალოს გიორგი შენგელაიას ფილმი “სიყვარული ვენახში”.

მოთხოვნის ავტორი საქართველოს ეკონომიკური ცენტრის განვითარების თავმჯდომარე რომან გოცირიძეა:

“კანის და ბათუმის კინოფესტივალებზე ნაჩვენები გასპარ ნოეს ფილმი “სიყვარული” აუკრძალავს ჩვენს სამართალდამცავებს და ითხოვენ მის ამოღებას ინტერნეტსაიტებიდან.

მოვითხოვ, რომ დადგა დრო, აიკრძალოს გიორგი შენგელაიას უზნეო ფილმი “სიყვარული ვენახში” ია ფარულავას მონაწილეობით. იგი აკნინებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მუშაკებს, ვნებს ქართული “წაბილწული” ღვინის იმიჯს საერთაშორისო ბაზარზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეურცხყოფას აყენებს ყველა ჭეშმარიტად მორწმუნე მართმადიდებლის რელიგიურ გრძნობებს, რამე თუ (პ.ს. აქ ასე უხდება) ვაზის ჯვარი არის წმინდა ნინოს სიმბოლო და ვაზის გვერდით განხორციელებული ნებისმიერი ამორალური აქტი შეიძლება შეფასდეს როგორც რელიგიურად მოტივირებული ხულიგნობა.

ვითხოვ, შეიქმნას ფილმის ობიექტურად შემფასებელი კომისია გოგი გვახარიას, ნინია კაკაბაძის და ზურაბ ტყემალაძის შემადგენლობით, რათა დროზე დაიდოს საჭირო დასკვნა აღნიშნული “ფილმის” აკრძალვის შესახებ :).”