13 მარტი, 2016

სერგეი მაკოვეცკი თბილისში ჩამოდის

Sergei_Makovetsky1თანამედროვეობის უდიდესი ხელოვანი, ევროპის საუკეთესო მსახიობის პრემიისა და 50-ზე მეტი ჯილდოს მფლობელი სერგეი მაკოვეცკი თბილისში ჩამოდის.

წარმოშობით უკრაინელი, რუსეთის სახალხო არტისტი ქართველ მაყურებელს შემოქმედებით საღამოზე შეხვდება, რომელსაც “შემთხვევით არ მოვსულვარ თქვენთან… სათქმელი რამ მაქვს…“ უწოდა.

მსახიობი საქართველოში გასულ წელსაც იმყოფებოდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ ფარგლებში. მისი ამჟამინდელი ვიზიტიც საქართველოში ამ ფესტივალის ინიციატივით გაიმართება.

სერგეი მაკოვეცკი მაყურებელს 25 მარტს მარჯანიშვილის თეატრში დაელოდება.