30 მარტი, 2016

თურქულმა კომპანიამ ტაძრის გალავანი დაანგრია

batumshi-eklesiis-galavani-daangries1თურქულმა კომპანიამ ბათუმში წმინდა ევდემოზ კათოლიკოსის სახელობის ტაძრის გალავანი დაანგრია.

ადგილობრივების თქმით, გალავნის დემონტაჟი ეკლესიის გვერდით მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის წარმომადგენლებმა განახორციელეს, მიზეზად კი მრევლის მიერ მათი კუთვნილი მიწის ფართობის მითვისება დაასახელეს.

ტერიტორია თავიდანვე სადავო იყო, მაგრამ მიმდინარე წლის დასაწყისში ტაძრის ტერიტორიის მესაკუთრე შალვა მელაძესა და მშენებარე კორპუსის მეპატრონე ნარგიზ ჰასთაოღლუს შორის წერილობით შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც გალავნის მშენებლობას ხელი არ უნდა შეშლოდა.

როგორც მამა ლუკა მიქიაშვილმა „რეგნიუსს” განუცხადა, თურქულმა კომპანიამ ეკლესიის გალავანი უკანონოდ და გაუფრთხილებლად დაანგრია.