30 მარტი, 2016

ვაჟა აზარაშვილი: “ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს!”

vaja-azarashvili1კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და საჯაროდ საუბრობს იმ თემებზე, რომლებიც მისთვის და ყველა ჭეშმარიტი ქართველისთვის ყველაზე მტკივნეული და მიუღებელია.

ვაჟა აზარაშვილი:

“ქართველები ამდენი საუკუნეა მოვდივართ, როდის გვქონდა ჩვენ დამწერლობა, კულტურა. გავიხსენოთ მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ, ქალის კულტი, პატივისცემა, ქართულ ცეკვაში როგორი დამოკიდებულებაა ქალსა და მამაკაცს შორის – ქალი მოწიწებული და მორიდებულია, მამაკაცი კი რაინდი და მასზე მზრუნველი.

ეს ყველაფერი ისტორიულად მოდის და დღეს მეტი პრობლემა არ გვაქვს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე ვილაპარაკოთ? ქართველი კაცის ბუნებაში არ არის ეს. ქართველი კაცის ღირსება არ არის ეს! თუ ვინმეს სჭირს ეს უბედურება, იყოს ჩუმად თავისთვის თავის პარტნიორთან და საჭირო არ არის აქ ქორწილები, ჯვრისწერები და გაფორმებები. ეს სამარცხვინო ფაქტია. თვითონ უნდა რცხვენოდეთ. “პარადებს” რომ აწყობენ აქ, ეს რას ნიშნავს? გჭირს უბედურება, იყავი შენთვის. ვინ გავიწროვებს? ვინ გიშლის? არც არავინ.

ამაზე ჩვენ საერთოდ არ უნდა ვმსჯელობდეთ. მეტი საქმე და პრობლემა არ გვაქვს? ნუ გადავგვარდებით საერთოდ. ეს ცივილიზაცია არ არის. ვისაც უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჰქონდეს იმ ქვეყანაში, ქართველი ხალხი ამას კი არ დაუშვებს არც ერთ ვარიანტში. სირცხვილია!” – განაცხადა პრიორიტეტში სტუმრობისას კომპოზიტორმა.