Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილეები ცნობილია

1cekvavenრამდენიმე დღეში “ცეკვავენ ვარსკვლავების” მეექვსე სეზონი დაიწყება, რომელსაც მისი პროდიუსერები ეპიკურს უწოდებენ. წელს პროექტი საერთაშორისო იქნება და მასში ქართველებთან ერთად, უცხოელებიც მიიღებენ მონაწილეობას.

შოუს მანიკა ასათიანი, ნანკა კალატოზიშვილი და კახა კინწურაშვილი წაიყვანენ. უკვე ცნობილია იმ ვარსკვლავების სიაც, რომლებიც ახალ სეზონში პროფესიონალ მოცეკვავეებთან ერთად იცეკვებენ.

“ცეკვავენ ვარსკვლავების” რიგით მეექვსე გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს საუკეთესოდ ცეკვაში შეეჯიბრებიან მომღერლები ლიზა ყენია, ნინი წიკლაური, ანდრია გველესიანი, მსახიობები ეკა ამირეჯიბი, დუტა სხირტლაძე და ჯანო იზორია, მოდელები ნუკა ყარალაშვილი და ანა ახვლედიანი.

რაც შეეხება პროფესიონალ მოცეკვავეებს, პროექტში იცეკვებენ მზია ორველაშვილი, სალომე ჭაჭუა, რატი გაჩეჩილაძე, ლევან ახვლედიანი. გავრცელებული ინფორმაციით, მეექვსე სეზონში მონაწილეობას არ მიიღებენ ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი.

ინტერნეტში უკვე გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც ეპიკური სეზონის დასაწყისია დაანონსებული. მესამე სეზონის ნახვას შოუს ერთგული მაყურებელი 5 აპრილიდან შეძლებს.