Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი მუსიკოსის უნიკალური გამოგონება

koka-nikoladze1ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი კოკა ნიკოლაძე უნიკალური გამოგონების ავტორია. 27 წლის ხელოვანი გია ნიკოლაძის ძმაა. ის წლებია ნორვეგიის ქალაქ ოსლოში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მუსიკა მისი ცხოვრების მთავარი საქმიანობაა.

კოკამ ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ დაასრულა პირველი მუსიკალური ყუთი, რომელსაც KOKA’S BEAT MACHINE უწოდა. მომავალში კი კიდევ ორი ყუთის დამზადება აქვს ჩაფიქრებული – ერთი ყუთი აკუსტიკური იქნება და ადამიანის ხმით იმღერებს, მეორე კი რამდენიმე კვადრატულ მეტრზე გადაიჭიმება და ხალხს მასთან ერთად მუზიცირების საშუალება მიეცემა.

კოკა ნიკოლაძე:

“დავამთავრე ჩემი პირველი ბოქსი, რომელიც აჟღერდა იმაზე გაცილებით უფრო საინტერესოდ, ვიდრე მოველოდი. მეორე ყუთი, რომელიც სრულიად აკუსტიკური იქნება, გაკეთებული მხოლოდ ხისგან, იმღერებს ადამიანის ხმით, ხოლო მესამე ყუთი – ზაფხულის პროექტი, გადაიჭიმება რამდენიმე კვადრატულ მეტრზე და ხალხს შეეძლება ქართან ერთად დუეტში მუზიცირება.”

 

This happens when I take a week off from traditional contemporary music. The second small box will sing with human…

Posted by Koka Nikoladze on Sunday, 6 March 2016