18 მარტი, 2016

ქართული პანტომიმა მიმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

mimebis-dge122 მარტს, სამშაბათს, 14 საათზე საქართველოს ოთხ ქალაქში შთამბეჭდავი აქტივობაა დაგეგმილი.

ქართული პანტომიმა მიმების საერთაშორისო დღეს პირველად აღნიშნავს და საზოგადოების ყურადღებას რამდენიმე წუთით ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემას მიაპყრობს.

დღეს მსოფლიოში 14.380.094 ლტოლვილია. ადამიანები წარმომავლობის, პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური რწმენის გამო, იძულებულები არიან თავშესაფარი სხვადასხვა ქვეყნებში ეძებონ. მსოფლიო უნდა იქცეს უკეთეს, მშვიდობიან ადგილად ყველა ადამიანისთვის.
თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში 14:00 სთ-ზე ერთდროულად გაიმართება მსვლელობა. თბილისში ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ დაგეგმილია ფლეშ-მობი.

ამავე დღეს, 19.00 საათზე, პანტომიმის თეატრში, 77 წლის მაესტრო ამირან შალიკაშვილი, წარმოადგენს ხელების უნიკალურ პერფორმანსს, რომელიც პირველად პანტომიმის ხელოვნებაში მის მიერ იქნა შემოტანილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 595500203 ამირან შალიკაშვილი

mimebos-dge11