18 მარტი, 2016

“არ იფიქროთ, სახელსა და დიდებას მიველტვი…”

qarchkhadze1მწერალი ჯემალ ქარჩხაძე და მისი ნაწარმოებები ქართული სალიტერატურო სამყაროს მარგალიტებია. “მდგმური,” ანტონიო და დავითი”, “იგი”, “ქარავანი”, “ზებულონი”, “განზომილება”, “იუპიტერის სინანული” – ეს ის რომანებია, რომლებიც მრავალ ენაზე ითარგმნა.

მწერალს თავის შემოქმედებაში გაბნეული აქვს ის მარგალიტები, რომლებიც მკითხველმა უნდა ამოკრიბოს და მთავარ სათქმელს ჩასწვდეს.

”არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს რომანიდან ”ანტონიო და დავითი”:

“არ იფიქროთ, სახელსა და დიდებას მიველტვი, როგორც მრავალნი მიელტვიან. არა. მოგზაურობისას იმდენი ხიფათი და გაჭირვება გადავიტანე, ახალგაზრდული პატივმოყვარეობიდან აღარაფერი შემომრჩენია და სახელი და დიდებაც არად მიჩანს. დღეს უბრალო, მკაცრი ცხოვრება ჩემთვის ერთადერთი ცხოვრებაა.

წიგნის დაწერა მხოლოდ მოვალეობაა, რადგან ადრეც მწამდა და ახლაც მწამს, რომ, კაცმა თუ რამე ცოდნა შეიძინა, იგი ვისმეს უნდა დაუტოვოს, თან თუ წაიღო, ცოდვად ჩაეთვლება და იმ ქვეყნად მოეკითხება.”