20 თებერვალი, 2016

უმბერტო ეკო გარდაიცვალა

1umberto-eco84 წლის ასაკში ცნობილი იტალიელი მწერალი უმბერტო ეკო გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მწერლის ოჯახის წევრების განცხადებით, ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

მისი შემოქმედებიდან ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია “ვარდის სახელი”, რომელმაც მსოფლიოში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. ბესტსელერის მიხედვით გადაიღეს ფილმი, სადაც მთავარ როლს შონ კონერი ასრულებდა.

უმბერტო ეკო რომანების გარდა, საბავშვო წიგნებსაც წერდა. ტელევიზიაში მუშაობის დროს მან ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები გაიცნო, რამაც მწერლის შემდგომ კარირაზე უდიდესი გავლენა იქონია.