Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თამრიკო ჭოხონელიძე ოპერის თეატრის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ

2 თებერვალი, 2016

tam4მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელობას აკრიტიკებს და მათი კრიტერიუმებით გაკვირვებულია.

მომღერალს მიაჩნია, რომ არ იყო ლამაზი ის “სელექცია”, რასაც ადგილი ჰქონდა განახლებული თეატრის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე.

თამრიკო ჭოხონელიძე:

“როგორც იქნა, დღეს მოვხვდი იმ ,,მონარჩენ” ადამიანთა სიაში, ვინც ოპერაში დაპატიჟეს… პირველ დღეებში, აბა, სად იყო ჩემისთანა ,,არაელიტარული” (მაგრამ მაინც მუსიკოსების) ადგილი?! ტელევიზიიდან ითქვა, იქ მოხვდებიან ის ადამიანები, ვინც ამის ღირსიაო…

ჰო, ალბათ ასე ფიქრობენ და განსჯიან დღევანდელი ,,მსაჯულები”… ვერაფერს იტყვი!….. დასანანი ერთია მხოლოდ, ვფიქრობ, არ იყო ლამაზი ასეთი ,,სელექცია”! კრიტერიუმებმა გამაკვირვა…

მომიტევეთ, მაგრამ იქ იყვნენ ის ადამიანებიც, ვინც ამ ნაწარმოების მესამე მთავარ პერსონაჟსაც ვერ დაგისახელებდნენ, არათუ მის მუსიკალურ მხარეს გაგიშიფრავდნენ…

ასე რომ, ძალიანაც ნუ გავიგიჟებთ თავს, რომ იქ სწორედ ის ,,ელიტა” იყო, ვინც უნდა ყოფილიყო და ვისაც კარგად ესმის ოპერა!.. იმედია გამიგებთ, რატომ დამწყდა გული…

აუცილებლად წავალ… ძალიან მიყვარს ეს ოპერა და, მითუმეტეს, რომ ძალზე ვგულშემატკივრობ ზოგადად ქართულ ოპერას, თითოეულ ნიჭიერ მომღერალს და ყოველთვის ვიქნები იმ გულშემატკივართა რიგებში, ვინც შეუპოვრად იდგება და იბრძოლებს ქართული კულტურის, ქართველთა გემოვნების ზრდისა და ზოგადად ქართველების წარმატებების სადარაჯოზე!”