3 თებერვალი, 2016

სტინგი თბილისში

1stingi-tbilisshiDesert Rose, Shape of my heart, Fragile, Fields of Gold, Englishman In New York, The Book Of My Life, Rise Fall – ეს სტინგის სიმღერების ის მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც 64 წლის მუსიკოსი და მომღერალი თავისი კარიერის განმავლობაში ასრულებს.

ქართველი მსმენელისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანი და მისი შემოქმედება კარგად არის ცნობილი. სტინგი თბილისსა და ბათუმს სხვადასხვა წლებში სტუმრობდა.

ბრიტანელი მომღერალი თბილისს ხანმოკლე პაუზის შემდეგ ისევ უბრუნდება. ის დიდ საკონცერტო დარბაზში ორდღიან კონცერტებს გამართავს. მასთან ერთად თბილისში ჩამოდის მსოფლიოში აღიარებული ამერიკელი მესაყვირე, კრის ბოტი.

კრის ბოტი თბილისში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა. ახლა ის დედაქალაქში სტინგთან ერთად ბრუნდება და 27 და 28 თებერვალს ერთგული მსმენელისთვის ცნობილ კომპოზიციებს დაუკრავს.