10 თებერვალი, 2016

“სიმინდის კუნძული” დააჯილდოვეს

1simindis-kundzulგიორგი ოვაშვილის ტრილოგიის მეორე ფილმი “სიმინდის კუნძული” დააჯილდოვეს. “ოსკარის” ნომინანტი ფილმი 30-ზე მეტი ჯილდოს მფლობელია. ამჯერად ქართველი რეჟისორის ნამუშევარი საერთაშორისო კინოფესტივალში Festival international du cinéma d’auteur de Rabat მონაწილეობდა, რომელიც მაროკოში გაიმართა. რაბათის საერთაშორისო კინოფესტივალი მაროკოში 1994 წლიდან ტარდება.

“სიმინდის კუნძული” რაბათის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში იღებდა მონაწილეობას. ფილმს ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა.

დაჯილდოვების ცერემონიალს “სიმინდის კუნძულის” რეჟისორი გიორგი ოვაშვილი და ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი მარიამ ბუთურიშვილი ესწრებოდნენ.