Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სერგო ფარაჯანოვის ფილმები რჩეულთა ჩამონათვალში მოხვდა

5 თებერვალი, 2016

1parajanov06newsarmenia.am-ის ინფორმაციით, ჰარვარდის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა იმ რჩეული ფილმების სია, რომლებიც ყველა ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს. მსოფლიოში ცნობილ და აღიარებულ რეჟისორთა ნამუშევრებს შორის ჩამონათვალში სერგო ფარაჯანოვის ორი ფილმი მოხვდა.

ჰარვარდის უნივერსიტეტიმა სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებიდან საუკეთესოდ დაასახელა “მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები” და “ბროწეულის ფერი”. სწორედ ამ ფილმებმა მოუტანეს კინორეჟისორს წარმატება და მსოფლიო აღიარება.

რჩეულ ფილმთა სია საკმაოდ ვრცელია და 800 ფილმისგან შედგება. ჩამონათვალში მსოფლიო კინემატოგრაფის მხატვრული და დოკუმენტური ფილმებია გაერთიანებული. ჟანრობრივად კი სია შეზღუდული არ არის და მასში შეტანილია როგორც მხატვრული, ასევე ანიმაციური, ექსპერიმენტალური და ავანგარდული ფილმები.